სვეტიცხოველი
Tuesday, December 7, 2010
Monday, December 6, 2010
მცხეთა - მეორე იერუსალიმი
ღვინობის თვეში 14 რიცხვისათვის, როცა შემოდგომა ყველაზე მეტად ოქროსფერია, მილეთის ხალხით არის სავსე საქართველოს უძველესი დედაქალაქი მცხეთა. აქ ყველაფერი თითქოს ისეა, როგორც ადრე, ისევ ერთვის ერთმანეთს მტკვარი და არაგვი, ისევ დაჰყურებს მცხეთას ჯვრის მონასტერი, ისევ მშვიდად დგას სვეტიცხოვლის ტაძარი.
ამ დღეს აქ ყველაზე მეტი სანთელი ინთება, ათასი სავედრებელი წვდება უფალს, ისევე, როგორც ადრე, როცა ამ ადგილას ხის ეკლესიას ჩაეყარა საფუძველი და პირველად გაისმა ლოცვასავით: "საყდარო წმინდაო, სვეტო ნათლისაო, კვართო საღრმთოო."
სვეტიცხოველი - ცალკე სამყარო ათასი საოცრებით, იდუმალებით, ფერთა თამაშით, სიწმინდე და მატიანე საქართველოს ქრისტიანობისა, მეხსიერება ქრისტიანი ერისა.
მცხეთა
მცხეთა ქალაქი (1956 წლიდან) საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის და მცხეთის რაიონის (1930 წლიდან) ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთა გამოცხადებულია ქალაქ-მუზეუმად და იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. მოსახლეობა 7,7 ათასი (2002 წ.).
მდებარეობს მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესაყართან, მტკვრის ორივე და არაგვის მარჯვენა ნაპირზე. რკინიგზის სადგური თბილის—სამტრედიის ხაზზე. ზღვის დონიდან 480 მ, თბილისიდან 21 კმ (რკინიგზით).
Wednesday, December 1, 2010
Subscribe to:
Posts (Atom)